ახალი ამბები
ქუთაისში, ''ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი გააკეთა
FaceBook
ქუთაისში, ,,ქართული ოცების'' მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა.
"შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩემს გუნდთან ერთად გზა ღირსეულად გავიარეთ არჩევნებამდე და ჩემი არჩევანიც ღირსეულია, ჩვენი გამარჯვებაც ღირსეული იქნება. ხმა მივეცი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის ღირსეულ მომავალს, სტაბილურობას, მშვიდობას, განათლების, კულტურის კიდევ უფრო განვითარებას'', - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის N59-ე ოლქში  ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტური ტარდება, სადაც ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე.

ამის მიუხედავად, ის  მაინც რჩება საარჩევნო ბიულეტენში.

ქუთაისის მერის არჩევნებზე 50%-იანი ბარიერი ვერც ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა (47,7%) და ვერც ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ (30,63%) გადალახა.

ქუთაისში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნება.

კენჭიყრის პროცესი საღამოს 8 საათზე დაიკეტება, რის შემდეგაც ხმების დათვლა დაიწყება.
Print
თეგები: #არჩევნები 2020