ახალი ამბები
ზოგიერთი პარტია ზედმეტად ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს – ბიძინა ივანიშვილი
FaceBook
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არჩევანის გასაკეთებლად საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.


მმართველი პარტიის თავმჯდომარემ არჩევანის დაფიქსირების შემდეგ მეორე ტურის მიმართ ოპოზიციის ბოიკოტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ზოგიერთი პარტია პოზიციებს ზედმეტად ემოციურად აფიქსირებს.

"ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად, ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს, თუმცა, ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და მივიღებთ მრავალპარტიულ წარმომადგენლობით პარლამენტს", - განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა პირველ ტურზე და განაცხადა, რომ დემოკრატიული საზოგადოების შეფასებით, 31 ოქტომბრის კენჭისყრა თავისუფალ გარემოში ჩატარდა.

კითხვაზე კი, მისი აზრით შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, მან უპასუხა: "ყველაფერი კარგად იქნება".

21 ნოემბერს საქართველოში არჩევნების მეორე ტური ტარდება. საარჩევნო პროცესი განმეორებით იმართება 17 ოლქში. მათ შორის ქუთაისშიც, სადაც მაჟორიტართან ერთად ქალაქის მერსაც აირჩევენ.

საარჩევნო პროცესს ბოიკოტს უცხადებს ოპოზიცია და მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებს.


Print