ახალი ამბები
,,ქვეყანაში ყველაზე მაღალი აქტივობა იმერეთის 21-ე ოლქში დაფიქსირდა"
FaceBook
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, იმერეთში 21-ე მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა 11,4% დაფიქსირდა.


,,ქვეყანაში ყველაზე მაღალი აქტივობა იმერეთის 21-ე მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა," - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.

იმერეთის 21-ე ოლქში ''ქართული ოცნების'' მაჟორიტარობის კანდიდატი, ბეჟან წაქაძე და ''ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენელი კახა გეწაძე უპირისპირდებიან ერთმანეთს.

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ტარდება, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს ქუთაისის N 23 - ე ოლქშიც, სადაც ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებიან ერთმანეთს.

პირველ ტურში, ,,ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზაზა ლომინაძემ 41,57%, ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 34,65% დააგროვა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, თუმცა ის მაინც რჩება საარჩევნო ბიულეტენში.

ქუთაისის N59-ე ოლქში ასევე ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტური ტარდება, სადაც ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ ასევე უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. თუმცა მაჟორიტარი ოპოზიციური კანდიდატის მსგავსად ისიც რჩება საარჩევნო ბიულეტენში.

ქუთაისის მერის არჩევნებზე 50%-იანი ბარიერი ვერც ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა (47,7%), და ვერც ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ (30,63%) გადალახა.

ქუთაისში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნება.

კენჭიყრის პროცესი  საღამოს 8 საათზე დაიკეტება, რის შემდეგაც ხმების დათვლა დაიწყება.
Print