ახალი ამბები
"ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია" - 12 საათის მონაცემები ქუთაისიდან
FaceBook
არჩევნების მეორე ტურზე ქუთაისში, 12 საათისთვის, საარჩევნო ყუთთან 10 054 ამომრჩეველი მივიდა.

59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი საერთო რაოდენობის 6,46 პროცენტია.

,,პირველ ტურთან შედარებით ამომრჩევლთა აქტივობა დაბალია. 12 საათისთვის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა 16 პროცენტი იყო მისული,"
- აცხადებენ საოლქო საარჩევნო კომისიაში.

საარჩევნო პროცედურა ამ ეტაპზე დარღევევების გარეშე მიმდინარეობს.

ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 154 928 ამომრჩეველი. გახსნილია 130 უბანი. აქედან 7 სპეცუბანია, 7-დან 6 უბანი - კოვიდუბანია. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 620-მა პირმა გამოხატა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

21 ნოემბერს იმერეთის ორ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური ტარდება, ქუთაისში ასევე მიმდინარებს მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

ქუთაისში, პირველ ტურში, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, "ქართული ოცნებიდან" ზაზა ლომინაძემ ამომრჩეველთა ხმების 41,57% მოაგროვა, ,,ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძემ - 34,65 %.

50%-იანი ბარიერი ვერც მერობის კანდიდატებმა გადალახეს. ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 47,7% მიიღო, ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ კი 30,63%.

,,ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ქუთაისში, გიგა შუშანიამ, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს განაცხადა და მისი კანდიდატურა მოხსნა.

შუშანიას თქმით, არჩევნების პირველი ტური გაყალბდა.

საქართველოში პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.





Print