ახალი ამბები
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 609 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა.

გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსის 609 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბით იმერეთი მესამე ადგილზეა, თბილისისა და აჭარის შემდეგ.

რეგიონში კორონავირუსის 1 202 აქტიური შემთხვევაა, აქედან 194 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა - 37, გარდაიცვალა 8 პაციენტი.

იმერეთში კოვიდსასტუმროში იმყოფება 332 ინფიცირებული, საკარანტინე სივრცეში - 26, ხოლო თვითიზოლაციაში - 5 226 პირი.

ბოლო 24 საათის საქართველოში განმავლობაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 100 684-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 851 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 81 783-მდე.

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 927 გარდაცვალების შემთხვევა.

Print