ახალი ამბები
ბოიკოტის მიუხედვად ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენებში რჩებიან
FaceBook
ოპოზიციის მიერ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად, მათი კანდიდატები არჩევნებიდან არ მოხსნილან.

შესაბამისად, ამომრჩეველს კანდიდატების  სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ.

საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას თუ საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, (მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 დღისა), უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე, ან წარდგენილ კანდიდატზე, თუმცა, აღნიშნული წესი არჩევნების მეორე ტურზე არ ვრცელდება.

იმერეთის ორ საარჩევნო ოლქში 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.

არჩევნების მეორე ტურში ქუთაისში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატები უპირისპირდებიან.

საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, ,,ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზაზა ლომინაძემ 41,57%, ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 34,65 % დააგროვა.

50%-იანი ბარიერი ვერც მერობის კანდიდატებმა გადალახეს. ქუთაისის მერობის ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა 47,7%, ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ 30,63%.

Print