ახალი ამბები
ქუთაისის მერია 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს არ ასაჯაროებს
FaceBook
2016 წლის ბიუჯეტის პროექტს ქუთაისის მერია საკრებულოს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს წარუდგენს.

მერიაში აცხადებენ, რომ მომდევნო წლის ქალაქის ბიუჯეტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

ქუთაისიპოსტი მომავალი წლის ქალაქის ბიუჯეტის პრიორიტეტებით დაინტერესდა. თუმცა, მერიაში ამ დროისთვის პრიორიტეტებს არ ასაჯაროებენ.

მერიის პრესსამსახურში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, რომ საფინანასო სამსახურის უფროსი კომენტარს არ აკეთებს, ხოლო ეკონომიკის სამსახურის უფროსის განცხადებით, ეს საკითხი მას არ ეხება. 




Print