ახალი ამბები
ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხნსა
FaceBook

პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ქუთაისში საარჩევნო უბანები ზუსტად დილის 8:00 საათზე გაიხსნა.


ქალაქის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, უბნების გახსნა წესების დაცვით მოხდა.

''პროცედურულ დარღვევებს, ჯერჯერობით ადგილი არ ჰქონია,"- ამბობს ლალიაშვილი.

ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 154 928 ამომრჩეველი. გახსნილია 130 უბანი. აქედან 7 სპეცუბანია, 7-დან 6 უბანი - კოვიდუბანია. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 620-მა პირმა გამოხატა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

21 ნოემბერს იმერეთის ორ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური ტარდება, ქუთაისში ასევე ტარდება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

ქუთაისში, პირველ ტურში, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, "ქართული ოცნებიდან" ზაზა ლომინაძემ ამომრჩეველთა ხმების 41,57% მოაგროვა, ,,ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძემ - 34,65 %.

50%-იანი ბარიერი ვერც მერობის კანდიდატებმა გადალახეს. ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 47,7% მიიღო, ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ კი 30,63%.

,,ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ქუთაისში, გიგა შუშანიამ, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს განაცხადა და მისი კანდიდატურა მოხსნა.

შუშანია თქმით, არჩევნების პირველი ტური გაყალბდა.

საქართველოში პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

 

Print
თეგები: #არჩევნები 2020