ახალი ამბები
ქუთაისში,არჩევნებზე გადასატანი ყუთით 620 ამომრჩეველი ისარგებლებს
FaceBook
ქუთაისში, არჩევნების მეორე ტურში გადასატანი ყუთით თვითიზოლაციაში მყოფი 620 ამომრჩეველი ისარგებლებს.
ამის შესახებ ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განაცხადეს.

ცესკოს ინფორმაციით, ჯამში არჩევნების მეორე ტურისთვის სპეციალურ სიაში 4 095 ამომრჩეველია, მათ შორისაა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირები.

გადასატანი ყუთით ისარგბელებენ ასევე  სპეციალური ჯგუფების წევრები, რომლებიც მოემსახურებიან იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პროცესს დააკვირდებიან და იმავდროულად მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას.

20 ნოემბერს თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები მიიღებენ ტექსტურ შეტყობინებას , რომ ისინი არჩევნების მეორე ტურში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღებენ მონაწილეობას.

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური საარჩევნო უბანი ამომრჩევლებს 145 გადასატანი საარჩევნო ყუთით მოემსახურება.

იმერეთის ორ საარჩევნო ოლქში 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ქუთაისში, პირველ ტურში, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, "ქართული ოცნებიდან" ზაზა ლომინაძემ 41,57% მოაგროვა, ,,ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძემ 34,65 %.

50%-იანი ბარიერი ვერც მერობის კანდიდატებმა გადალახეს. ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა 47,7% მიიღო, ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ კი 30,63%.
Print
თეგები: #არჩევნები 2020