ახალი ამბები
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 541 შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსის 541 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რეგიონი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბით მესამე ადგილზეა.

იმერეთში კორონავირუსის 1 179 აქტიური შემთხვევაა, აქედან 169 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა -26.

იმერეთის კოვიდსასტუმროში 336 პაციენტი მკურნალობს. საკარანტინე სივრცეშია - 26. თვითიზოლაციაში იმყოფება 5 224 პირი.

დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 768 ახალი დადასტურებული შემთხვევა.ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 96 860-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 055 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 77 932-მდე.

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალა 41 ინფიცირებული. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 894 გარდაცვალების შემთხვევა.
Print