ახალი ამბები
ქუთაისის კოვიდცენტრში 13 ინფიცირებული ორსული შეიყვანეს
FaceBook
ქუთაისში,  კლინიკა ,,ბომონდში'' ბოლო 24 საათის განმავლობაში 13 კორონავირუსით ინფიცირებული ორსული შეიყვანეს.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ორსულები იმერეთის სხვადასხვა რეგიონიდან არიან. 

"შემოიყვანეს 13 ორსული. ისინი იმერეთის რეგიონის მასშტაბით იყვნენ. კოვიდდადასტურებული იყო აბსოლუტურად ყველა მათგანი. მძიმედ არცერთი არ არის", - განაცხადა კლინიკა ბომონდის მეან გინეკოლოგმა გიორგი სხილაძემ.

მეან გენეკოლოგის თქმით, კოვიდცენტრშიი ასევე, ინფიცირებული 12 დღის ჩვილიც მკურნალობს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კლინიკაში 40 ორსული მკურნალობს.

19 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,აქედან იმერეთში 538 დაფიქსირდა.
Print