ახალი ამბები
იმერეთიში კოვიდსასტუმროების სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა მიმდინარეობს
FaceBook
იმერეთში კოვიდსასტუმროების სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა მიმდინარეობს.
ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

სასტუმრებში განთავსებული პირები საჭიროების შემთხვევაში საჭირო ანალიზების აღებას ადგილზე შეძლებენ.

,,მთავარია ვაკონტროლოთ ყველა ის ინფიცირებული, ყველა მათგანის კონტაქტი და კარანტინის მდგომარეობა. მათი გადაყვანა კოვიდკლინიკებსა და კოვიდსასტუმროებში. იმერეთის კოვიდასტუმროების აღჭურვა დავიწყეთ. ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც იქნებიან განთავსებული იქ, ადგილზე მიიღეენ სხვადასხვა ტიპის მომსახურეობას.მაგალითად ანალიზების აღებას იქვე შეძლებენ. ეს იქნება სისხლის საერთო ანალიზი, დედიმერი და ა.შ.",- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

იმერეთის კოვიდსასტუმრეოებში 322 პირია მოთავსებული, თვითიზოლაციაში კი 5 236.
Print