ახალი ამბები
ქუთაისს 10 ახალი ავტობუსი გადაეცა
FaceBook

ქუთაისს, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში 10 ერთეული ახლი ავტობუსი გადასცა.


ახალი ავტობუსები დღეიდან იმუშავებენ იმ ხაზებზე რომლებიც შედარებით გადატვირთულია. პროგრამის ფარგლებში თავდაპირველად დაანსონსებული იყო 60 ავტობუსის შემოუვანა, თუმცა, ამ ეტაპზე მხოლოდ 50 მგზავრზე გათვლილი ათი ავტობუსი დანარჩენი, 50 ტრანსპორტის შემოყვანა კი გაზაფხულზე იგეგმება.

6 ახალი ავტობუსი იმოძრავებს ე.წ. წრიულ მარშრუტზე (#1), ხოლო 4 ავტობუსი ავტოქარხანა-წითელი ხიდის მარშრუტზე (#4).


მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში 18.7 მილიონ ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას.

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისათვის შერჩეულია საქართველოს 6 ქალაქი. 175 ერთეული ავტობუსიდან თელავსა და ფოთს გადაეცემა 10-10 ავტობუსი, გორს - 30, ზუგდიდს - 25, რუსთავს - 40, ხოლო ქუთაისს 60 ერთეული ავტობუსი.


 

Print
თეგები: #ტრანსპორტი