ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ საახალწლო განათებებზე 210 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
FaceBook

ქუთაისის მერიამ საახლაწლო განათებებისთვის და ნაძვის ხისთვის 210 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის ფარგლებში,უნდა მოხდეს  საახალწლოდ ახალი განათებებისა და კონსტრუქციების შეძენა. გათვალისწინებულია ძველი კონსტრუქციებისა და განათებების განახლებაც.

ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები დაიწყება მთავარი ნაძვის ხის განათებით, რომლის განთავსება ტრადიციულად ლ.მესხიშვილის სახელობის თეატრის მიმდებარე ტერიტორია.

საახალწლო ბაზრობა, გაიმართება 29 დეკემბერიდან და 14 იანვრის ჩათვლით, სადაც მოეწყობა ხელნაკეთი საახალწლო აქსესუარების, სუვენირების და მისალოცი ბარათების გამოფენა-გაყიდვა.

ქუთაისში საახალწლო პროგრამა მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყება და 14-იანვრამდე გაგრძელდება.

ქუთაისში, შარშან ნაძვის ხე მოყვარულმა დიზაინერებმა ანა ღულაძემ, ნინო ჩხენკელმა და ანა რევიშვილმა მორთეს.

ქუთაისის მერიამ შარშან განათებების შესაძენად 100 000 ლარი დახარჯა.

 

Print