ახალი ამბები
ქუთაისში, კორონავირუსი 15 დღის ჩვილმა დაამარცხა
FaceBook
კლინიკა ბომოდში კორონავირუსი 15 დღის ჩვილმა დაამარცხა.

სამედიცინო დაწესებულების კლინიკური მენეჯერის მამია ყიფიანის ინფორმაციით, ჩვილი 4 დღის იყო, როდესაც ვირუსი დაუდასტურდა.

,, კლინიკიდან გამოჯანმრთელებული გაეწერა 15 დღის ჩვილი, რომელიც 4 დღის იყო, როდესაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. ვმკურნალობთ 26 დღის ჩვილს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია",- განაცხადა მამია ყიფიანმა.

,,ბომონდს" საერთო ჯამში 350-ზე მეტი გამოჯანმრთელებული ჰყავს. მათ შორის არიან ბავშვები და ორსული პაციენტები.
Print