ახალი ამბები
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 562 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ, გუშინდელთან შედარებით საგრძნობლად მოიმატა.

დღე-ღამის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსის 562 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რეგიონი, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბით მეორე ადგილზეა დედაქალაქის შემდეგ.

იმერეთში კორონავირუსზე მკურნალობს 1 175, აქედან 177 მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნურ სუნთქვაზეა 30 პაციენტი.

იმერეთის რეგიონში კოვიდ სასტუმროში 313 ინფიცირებულია მოთავსებული, ხოლო საკარანტინე სივრცეში - 32.

თვითიზოლაციაში იმყოფება - 5 387 პირი.

იმერეთის რეგიონში კორონავირუსით დღე-ღამის განმავლობაში 6 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა ინფიცირების 3 443 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 89 395.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 539 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 71 468-მდე.

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირდა 815 გარდაცვალების შემთხვევა.
Print