ახალი ამბები
№59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს
FaceBook
№59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ ლარინა ლალიაშვილი აირჩიეს.
ლარინა ლალიაშვილი მანამდე  კომისიის მდივანი იყო.

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის პოზიციაზე კომისიის წევრებმა მხარი იზა ფერაძის კანდიდატურას დაუჭირეს.

ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.

ის რამდენიმე კვირის განმავლობაში ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მკურალობდა.

ავთანდილ ოსეფაიშვილი წლების განმავლობაში ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა
.

Print