ახალი ამბები
ზესტაფონის პოლიცია 35 წლის მამაკაცის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტს იძიებს
FaceBook
ზესტაფონის რაიონული პოლიცია 35 წლის მამაკაცის მიმართ სექსუალური შევიწროების და ძალადობის ფაქტს იძიებს.

მამაკაცი პოლიციაში დაწერილ განცხადებას თან ურთავს სმს-მიმოწერას, სადაც მისი მტკიცებით, მეგობარი ქალი აშანტაჟებს და სექსუალურად ავიწროებს.


35 წლის კაცმა პოლიციას ორი დღის წინ მიმართა. გამოძიება იძულების მუხლით მას შემდეგ დაიწყო, რაც კაცმა განაცხადა, რომ ქალი მის საცხოვრებელ სახლში უნებართვოდ შეიჭრა და თავის მოკვლით იმუქრებოდა, თუ მათი ურთიერთობა არ აღდგებოდა.

მომჩივანი მამაკაცი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ბრალდებულ ქალი,  აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მამაკაცი მასზე ეჭვიაბონდა და კონფლიქტიც ამას უკავშირდება, ასევე განმარტავს, მისი მეგობარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა, თუმცა თავად პოლიციას არ მიმართა.

ზესტაფონის პოლიცია საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით იძიებს, რაც იძულებას გულისხმობს. მათი ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება, ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები. ჯერჯერობით არ გამოკითხულა ბრალდების მხარე.
Print
თეგები: #ზესტაფონი