ახალი ამბები
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 302 შემთხვევა დადასტურდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გასულ დღეებთან შედარებით შემცირდა. დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში 302 შემთხვევა დადასტურდა.
იმერეთის რეგიონი, ქვეყანაში  ვირუსის გავრცელების მასშტაბით მესამე ადგილზეა.

იმერეთის მასშტაბით კორონავირუსზე მკურნალობს 115 პაციენტი, სუნთქვის აპარატზე არის 24, კოვიდ სასტუმროში - 222, საკარანტინე სივრცეში - 32, ხოლო თვითიზოლაციაში 5 387.

კორონავირუსით იმერეთში გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა ინფიცირების 3 117 ახალი დადასტურებული შემთხვევა.პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 85 952-ს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი დადასტურებული შემთხვევების ციფრს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 638 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 68 929-მდე.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 778 გარდაცვალების შემთხვევა
Print