ახალი ამბები
ტყიბულის შახტში 114 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
FaceBook
ტყიბულის შახტში საწარმოო სამუშაო ორი კვირით  შეჩერდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ  დღეს მიიღო. შახტში 114 დასაქმებულს კორონავირუსი დაუდასტურდა.

საქნახშირში განმარტავენ, რომ 13 ნოემბერს, PCR ტესტირება კომპანიის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა . ამ დროისათვის ცნობილია 114 თანამშრომლის ტესტირების პასუხი.

''თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადავა იზოლაციაში. მათ კოვიდ სასტუმროებში გადაყვანას სახელმწიფო უზრუნველყოფს. შეიქმნება სპეციალური ქოლ ცენტრი, რომელიც ინფიცირებულებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებს'',-
განმარტავენ საქნახშირში.

ტყიბულის შახტში 1170 ადამიანი მუშაობს.

ამავე თემაზე:

არსებული ინფორმაციით, ტყიბულში 43 მეშახტეს კორონავირუსი დაუდასტურდა

Print