ახალი ამბები
პარლამენტი ახლოშია და მეტი კონტაქტი მაქვს ამომრჩევლებთან - ხონის მაჟორიტარი
FaceBook
ხონის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით ჭავჭანიძის განმარტებით, ბიუროში ამომრჩევლები სოციალური საკითხების მოგვარების მიზნით აკითხავენ.

თუმცა, მისი თქმით, იმის გამო, რომ არ ეკუთვნის სამთავრობო პოლიტიკურ პარტიას, აღნიშნული საკითხების მოგვარება უჭირს.

"სოციალური პრობლემები და კონკრეტულად სოციალური მომსახურების სააგენტო არის აუღებელი ციხესიმაგრე. ჩვენ ბენეფიციარებს შუამდგომლობას ვუწევთ. თუმცა, ეს არ არის საკმარისი იმისთვის რომ დახმარება მიიღონ", - ამბობს ხონის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გახლავთ.

ჭავჭანიძე ირწმუნება, რომ მოქალაქეებს ყოველდღიურად ხვდება და ეცნობა მათ პრომლებს. თუმცა, აღნიშნავს რომ დაგეგმილი არ არის კვირაში რამდენი დღე ან საათი უნდა დაუთმოს მოქალაქეების მიღებას.

"არ ვიცი ასე დაგეგმილი არ მაქვს. მაგრამ თითქმის სულ აქ ვარ. რადგან პარლამენტი ახლოშია და უფრო მაქვს კონტაქტი ამომრჩევლებთან", - ამბობს მაჟორიტარი დეპუტატი.

Print