ახალი ამბები
,,შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება" - ამირან გამყრელიძე
FaceBook
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდება.

მისივე ინფორმაციით, ზომების გამკაცრებაზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საუბრობენ, თუმცა დეტალები ჯერ ცნობილი არაა.

,,სრული ჩაკეტვა არ განიხილება. განიხილება სერიოზული შეზღუდვები, რომლებიც ნაწილი დაწესებულია და კიდევ უფრო გამკაცრდება. მარტო შეზღუდვების დაწესება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია აღსრულება. ერთ-ერთი მთავარი შემზღუდველი ღონისძიება არის ყველგან პირბადის ტარება. ჩვენი პირბადის ტარების მაჩვენებელი არის 55-დან 60 %-მდე, თუ ჩვენ ამას ავიყვანთ 95 პროცენტამდე, მაშინ ინფიცირების ზრდა არ იქნება",
- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 


9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია; 22:00 საათამდე მუშაობენ კაფეები და რესტორნები, პირბადის ტარება კი ღია სივრცეშიც სავალდებულოა. 11 ქალაქში, საჯარო და კერძო სკოლები სწავლების სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

შეზღუდვები ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდას უკავშირდება.  ე.წ. მეორე ტალღის პერიოდში, ყოველდღიურად ვირუსით ინფიცირების ათასობით ახალი შემთხვევა ვლინდება.








Print