ახალი ამბები
3 157 ინფიცირებული - 3230 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ 19-ით კიდევ 3 157 ადამიანი დაინფიცირდა.

გამოჯანმრთელდა 3 230 პირი. ბოლო ორი დღეა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ახალი  შემთხვევების რაოდენობას აჭარბებს.

კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 82 835-ს შეადგენს, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულია 65 291 ადამიანი.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 30 პაციენტი. ინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე კოვიდ 19-ით გარდაცვლილია 733 ადამიანი.

ვირუსის გავრცელების მასშტაბით მესამე ადგილზეა იმერეთი. გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში 477 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად კოვიდ 19-ზე მკურნალობს 1 143 ინფიცირებული, აქედან მძიმე პაციენტია 173, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 27. კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 229 პაციენტი. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 32 პირი, ხოლო თვითიზოლაციაშია 5 230. გარდაიცვალა 7 პაციენტი.


Print