ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 477 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში 477 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის გავრცელების მასშტაბით იმერეთი მესამე ადგილზეა.

ამჟამად კოვიდ 19-ზე მკურნალობს 1 143 ინფიცირებული, აქედან მძიმე პაციენტია 173, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 27. კოვიდ სასტუმროში  მკურნალობს 229 პაციენტი. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 32 პირი, ხოლო თვითიზოლაციაშია  5 230. გარდაიცვალა 7 პაციენტი.

რაც შეეხება მონაცემებს საქართველოს მასშტაბით, ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა ინფიცირების 3 157 ახალი შემთხვევა. დღემდე  კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა  82 835-ს შეადგენს.

ბოლო ორი დღეა გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 230 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  65 291-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 30 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე გარდაცვლილია 733 პაციენტი.
Print