ახალი ამბები
ქუთაისში კორონავირუსი 25 დღის პაციენტმა დაამარცხა
FaceBook
ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული  25 დღის პაციენტი გაწერეს.

ჩვილმა კოვიდ19 ათდღიანი მკურნალობის შედეგად დაამარცხა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა.

"ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 10 დღის წინ შემოიყვანეს,
PCR კვლევის შედეგად დაუდგინდა კორინავირუსი. ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა.  პაციენტი ვირუსისგან სრულიად გამოჯანმრთელდა და გავწერეთ ბინაზე დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით",- განაცხადა კლინიკის მკურნალმა ექიმმა ვასილ გოდუაძემ.

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 75 პაციენტი მკურნალობს. აქედან ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

Print