ახალი ამბები
კოვიდთან დაკავშირებულ საკითხებზე ახალი პორტალი ამოქმედდება
FaceBook
ჯანდაცვის სისტემა დატვირთვას ვერ უძლებს.

გადატვირთულია და თითქმის შეუძლებელია დაკავშირება 112-სა და ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე. სასწრაფო დახმარება გამოძახების ადგილზე რამდენიმე საათიანი დაგვიანებით, ზოგჯერ კი საერთოდ ვერ მიდის. კლინიკებში საწოლები არ არის და პაციენტების დიდ ნაწილს ბინაზე უწევს მკურნალობის გავლა, რის გამოც გახშირდა ფატალური შემთხვევები. გარდაცვლილთა ახლობლები გარდაცვალებას სწორედ დაგვიანებულ მკურნალობას უკავშირებენ.
ჯანდაცვის სამინისტრომ სისტემაზე დატვირთვის შესამსუბუქებლად ახალი პორტალის This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ამოქმედება დააანონსა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პორტალზე მოქალაქეს შეეძლება იმის გარკვევა, თუ რომელ ექიმთან არის განაწილებული. 

"დღეის მდგომარეობით ყველა მოქალაქეს შეუძლია დაუკავშირდეს საკუთარ ოჯახის ექიმს. ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეა პორტალი. პირადი ნომრის მითითებით, მოქალაქეს შეუძლია, პორტალის მეშვეობით გაარკვიოს, თუ რომელ პირველადი ჯანდაცვის ქსელის წარმომადგენელთან და ექიმთან არის ის გადანაწილებული", - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პორტალი დღეიდან ჩაირთვება.

Print