ახალი ამბები
ყველა შეკითხვას გავეცი პასუხი - ქუთაისელი "ნაციონალი" დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ
FaceBook
გია უკლებას დაკითხვა სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. უკლება ქუთაისის პოლიციის მე-5 განყოფილებაში მოწმის სტატუსით დაკითხავენ.



"ნაციონალური მოძრაობის" ქუთასისის ორგანიზაციის წევრის და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის გია უკლებას დაკითხვა სამი საათის განმავლობაში მიმიდინარეობდა. უკლება ქუთაისის პოლიციის მე-5 განყოფილებაში მოწმის სტატუსით კითხავდნენ. გია უკლებას განმარტებით, გამომძიებლის შეკითხვები მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს პარლამენტის შენობასთან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერ აქციაზე მომხდარ ინციდენტს ეხებოდა.
"შეკითხვები იყოს სიტყვის თავისუფალი სიტყვის  დასაცავდ გამართულ აქციაზე მომხდარ ინციდენტზე. მე როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დამკითხეს. ყველა შეკითხვას გავეცი პასუხი", - განმარტა ქუთაისიპოსტთან საუბარში დაკითხვის დასრულების შემდეგ გია უკლებამ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, "თავისუფალი ზონის" სამი წევრი დაკავებულია.

ამავე თემაზე:

ქუთაისში "თავისუფალი ზონის" წევრები დააკავეს

"თავისუფალი ზონის" წევრებმა შიმშილობა დაიწყეს

ქუთაისში "თავისუფალი ზონის" წევრებს ბრალი წაუყენეს

Print