ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 3020 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3020 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ჯამში  ინფიცირებულთა რაოდენობა 79 678-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 3 387 პირი, ხოლო  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 62 061-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 ადამიანი. აქედან 6 იმერეთის კოვიდკლინიკებში.

საკარანტინე სივრცეში 2 326 პირი იმყოფება,თვითიზოლაციაშია - 47 548.


ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print