ახალი ამბები
იმერეთში COVID-19-ის 398 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსის 398 ახალი შემთხვევა დაფიქსრიდა.
ინფორმაციას ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბი ავრცელებს.  

მათივე ცნობით, რეგიონის კოვიდკლინიკებში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. კორონავიუსზე ჯამში 162 პაციენტი მკურნალობს. აქედან 31 მართვით სუნთქვაზე იმყოფება,თვითიზოლაციაშია 4 964 პირი.  

კორონავირუსის სტატისტიკით იმერეთი მესამე დადგილზე იმყოფება. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3020 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 79 678-ს. გამოჯანმრთელდა 3 387 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 62 061-მდეა გაზრდილი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.



Print