ახალი ამბები
დღეს რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია გაიმართება
FaceBook
14 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია არჩევნების შედეგებს კიდევ ერთელ გააპროტესტებს.

აქციის მონაწილეები ლიდერებთან ერთად პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბებიან. აქცია 15:00 საათზე დაიწყება.

არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიები 2020 წლის 31 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგებს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ  ცესკომ არჩევნები  გააყალბა. ისინი უარს ამბობენ მანდატებზეც და პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. შესაბამისად, არ მონაწილეობენ მეორე ტურში.

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, სახელისუფლებო პარტია მეორე ტურისთვის ემზადება და საარჩევნო კამპანიას განაგრძობს.

აქციების პარალელურად, მოლაპარაკებები დაიწყო ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის.  12 ნოემბერს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გამართულ სამსაათიან შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრეს. მოლაპარაკების დეტალებზე შეხვედრიდან გამოსულებმა არ ილაპარაკეს, თუმცა, განაცხადეს, რომ მორიგ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.









Print