ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 619 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
იმერეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
გასული დღე ღამის განმავლობაში რეგიონში 619 ადამიანი დაინფიციდა.

იმერეთი ვირუსის გავრცელების მასშტაბით, თბილისისა და აჭარის შემდეგ, მესამე ადგილზეა. რეგიონში კორონავირუსის 1 049 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ სასტუმროში იმყოფება 282 პაციენტი, ხოლო ბინაზე მკურნალობს 32. თვითიზოლაციაში იმყოფება 4 921 პირი.  გარდაიცვალა 10 პაციენტი.


რაც შეეხება მონაცემებს ქვეყანის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 3 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 3 163 პირი. გარდაიცვალა 33 პაციენტი.

პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე,  ქვეყანაში  კორონავირუსი 76 658-ს ადამიანს დაუდგინდა.  ჯამში გამოჯანმრთელებულია 58 674-მოქალაქე. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ვირუსით 669 ადამიანია გარდაცვლილი.
Print