ახალი ამბები
,,კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედრის სახლში დასვენება უსაფრთხოა"- ამირან გამყრელიძე
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედარის სახლში დასვენება უსაფრთხოა.

მისივე ინფორმაციით, ახალი პროტოკოლით, კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი პირის დასაკრძალავად ოჯახს 72-საათიანი ვადა ეძლევა.

"კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედრის სახლში დასვენება უსაფრთხოა და ყველა რიტუალის დაცვით შეიძლება ეს გაკეთდეს. ეს არის სასურველი გაკეთდეს 72 საათში. ინფექციის გავრცელების მთავარი რისკფაქტორი არის დიდი თავშეყრები. ისენა ეს სასიხარულო თუ დაკავშირებული გარდაცვალებასთან და ჩვენს შესაბამის რიტუალებთან. ამიტომ ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ ყოველგვარი  დიდი თავშეყრებისგან",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ აქამდე შემუშავებული რეკომენდაციებით, COVID 19-ის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვისას ადამიანი თავსდება გვამის ჩანთაში და გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო, ხდება გვამის ჩანთის დეზინფიცირება, სამკურნალო დაწესებულებიდან გვამის გადასვენება ხდება სასახლით, რომელშიც გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთით და რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია.
საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლიალია 636 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print