ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
იმერეთში კორონავირუსი კიდევ 469 ადამიანს დაუდგინდა.

ამ მაჩვენებლით, რეგიონი,  თბილისისა და აჭარის შემდეგ მესამე ადგილზეა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა შვიდი პაციენტი. თვითიზოლაციაში იმყოფება 4 385 პირი.


ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა  2 421 პირი. გარდაიცვალა 45 ადამიანი.

სულ ვირუსი დადგენილი აქვს 66 561 ადამიანს. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე გარდაიცვალა  566 პაციენტი.
Print