პოლიტიკა
ცესკოს შენობასთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს
FaceBook
ცესკოს შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.
პოლიციამ აქციის დასაშლელად ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან აღმართული ჯებირის გარღვევა სცადეს.

ცესკოსთან აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ. პოლიციასთან ერთად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც იმყოფებიან. 

ცესკოსთან პროტესტის გაგრძელების შესახებ განცხადება ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც ხელისუფლებას სამი მოთხოვნა წაუყენეს და მათ დასაკმაყოფილებლად ვადა 20:00 საათამდე მისცეს და მმართველმა გუნდმა ეს მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.
Print