პოლიტიკა
ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლებას სამი მოთხოვნა წაუყენეს
FaceBook
თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მხარდამჭერებს ოპოზიციურმა პარტიებმა სამი მთავარი მოთხოვნა გააცნეს.
ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, გადადგეს თამარ ჟვანია და კომისიები სამართლინი წესით დაკომპლექტდეს და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები - ეს ის მოთხოვნებია, რომლების შესრულებასაც ოპოზიციური პარტიები მთავრობისგან დღეს, 20:00 საათამდე, ითხოვენ. 

,,წამზომი ჩართულია და ივანიშვილს დრო აქვს 20:00 საათამდე , რომ გამოვიდეს და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ საკითხებზე ელაპარაკოს ხალხს, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და გადაწყვიტოს რა უნდა - წავა თავისით თუ მაინც მოუწევს წასვლა, რადგან ამ ძალას ვერავინ დაუპირისპირედება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. ოპოზციური პარტიების მთავარი მოთხოვნები რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოსახლეობას მან გააცნო. 


თბილისში მიმდინარე აქციას პოლიტიკური პარტიების წევრები და მხარდამჭერები იმერეთიდანაც შეუერთდნენ.


Print