ახალი ამბები
"მწვანეთა მოძრაობა" - დედამიწაზე ყოველწლიურად 11 000 ჰექტარზე მეტი ტყე იჩეხება
FaceBook
ტყეების გაჩეხვა გლობალური დათბობას უწყობს ხელს.


დედამიწაზე ყოველწლიურად 11 000 ჰექტარზე მეტი ტყე იჩეხება, რაც გლობალური დათბობას უწყობს ხელს. ამის შესახებ "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" ექსპერტმა ენერგეტიკის საკითხებში, ავთანდილ გელაძემ ისაუბრება.

ექსპერტის შეფასებით, ხეების გაჩეხვა, მზის ენერგიის გამოუყენებლობა და  ნაკლებად ენერგოეფექტური ტექნიკის გამოყენება გლობალური დათბობას იწვევს, რომლის მიერ გამოწვევული უარყოფითი მიზეზების პროგნოზირება შეუძლებელია.

"არავინ იცის თუ როგორ და როდის მოხდება კლიმატის ცვლილება. ეს არის შეუხებელი და დაუდგენელი თემა", - განმარტა ავთანდილ გელაძემ.

"მწვანეთა მოძრაობის" მიერ წარმომადგენლის განმარტებით, დედამიწაზე გლობალური დათბობა და შესაბამისად, კლიმატური ცვლილები მას შემდეგ ხდება, რაც ადამიანის ჩარევა დაფიქსირდა.

"მწავნეთა მოძრაობის" მონაცემებით, ბოლო 100 წლის განმავლობაში დედამიწაზე ტემპერატურა 0,6 -0,8 გრადუსით გაიზარდა, ბოლო 150 წლის მანძილზე კი დედამიწაზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა 2005 წელს დაფიქსირდა. ასევე, ბოლო ათეული წელია, რაც მსოფლიო საზოგადოება განსაკუთრებით აქტიურად საუბრობს გლობალური დათბობით გამოწვეულ კლიმატის ცვლილებაზე.

ექსპერტების დასკვნებით, კლიმატის ცვლილების შერბილების მიზნით საჭიროა დროული და ეფექტური მოქმედება. აუცილებელია ქვეყნების თანამშრომლობა და ერთობლივი, ეფექტური ღონისძიებების დასახვა გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის.


Print