ახალი ამბები
ბოლო 24 საათში, იმერეთში, კორონავირუსით 438 ადამიანი დაინფიცირდა
FaceBook
იმერეთში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იმატებს.

გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 438 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ მონაცემებით, იმერეთი, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბით კვლავ მესამე ადგილზეა.

რაც შეეხება ვირუსის ქვეყნის მასშტაბით გავრცელებას, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ 19-ის 2 859 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  გამოჯანმრთელდა 2754, გარდაიცვალა 20 პირი.

ჯამში გამოჯანმრთელებულია 9 773-მდე ადამიანი.

კარანტინის რეჟიმშია 3015 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4670 პირი, კოვიდ სასტუმროში იმყოფება 2599 მოქალაქე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Print