ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 2859 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ 19-ის 2859 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გამოჯანმრთელდა 2754 პირი; გარდაიცვალა 18.

სულ ქვეყანაში კოვიდ-19-ის 54 852 შემთხვევაა დადასტურებული. ჯამში გამოჯანმრთელებულია 39 773 ადამიანი. ვირუსით დაიღუპა 441 პირი.

საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3015 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 4670 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში იმყოფება 2599 მოქალაქე.  უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.







Print