ახალი ამბები
ქუთაისში საჰაერო პარკინგის მოწყობის იდეაზე საურობენ
FaceBook
" ჩემი შემოსავლებით აუციებლად გავაკეთებ საჰაერო პარკინგს " - განმარტავს ირაკლი სარიშვილი

ქუთაისში საჰაერო პარკინგის მოწყობის თაობაზე, შპს "პარკინგსერვისის" დირექტორმა ირაკლი სარიშვილმა ქუთაისიპოსტის მიერ გამართულ სადისკუსიო შეხვედრაზე აღნიშნა.

როგორც ის ამბობს, ე.წ. საჰაერო პარკინგის სტანდარტი საზღვარგარეთ კარგად აპრობირებულია და მისი "პარკინგსერვისში" ხელმძღვანელად გრძელვდიანად ყოფნის შემთხვევაში, შესაძლოა საჰაერო პარკინგები ქუთაისშიც მოეწყოს.

"ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ თუ კიდევ წლები იქნა "პარკინგსერვისი," ჩემი შემოსავლებით აუცილებლად გავაკეთებ საჰაერო პარკინგს ქუთაისში, ოღონდ საუბარია რამდენიმე წლის შემდეგ,"- ამბობს ირაკლი სარიშვილმა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

ქუთაისში პარკირების ადგილების მოწესრიგებაზე პასუხისმგებლობა ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებულ "პარკინგსერვისს" მიმდინარე წელს გადაეცა.
კომპანიამ პარკირების ადგილები ქალაქში იანვრამდე უნდა მოაწესრიგოს.

იანვრიდან პარკირების საფასურის გადახდა აპარატის საშუალებით მოხდება.

შპს "პარკინგსერვისი" 100%-ით ქუთაისის თვითმმართველობის საკუთრებას წარმოადგენს.


Print