ახალი ამბები
ნანუკა ჟორჟოლიანი წყალტუბოში აქციას მართავს
FaceBook
წყალტუბოში, ''ნაციონალური მოძრაობის'' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავს.

დეპუტატობის კანდიდატი წყალტუბოს N 58-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ იმყოფება.

ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით,  საარჩევნო კომისიის შენობასთან ის მხარდამჭერთა ხმებს იცავს.

'' საარჩევნო სიებში არარსებული 6 000 ადამიანი ვიპოვე''

ჟორჟოლიანი საოლქო და საარჩევნო კომისიას სთხოვს განმარტება გააკეთოს, როგორ მოხვდნენ სიებში არარსებული ამომრჩევლები.

''ნაციონალური მოძრაობის'' დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟოჟოლიანი წყალტუბო,ხონი, ვანი და სამტრედიაში იყრიდა კენჭს. მან ხმების 31.52 % მიიღო, ხოლო ''ქართული ოცნების'' კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ 51.04%.

Print