ახალი ამბები
თერმომეტრი 12,47%-ით, ტკივილგამაყუჩებლები - 32,15%-ით გაძვირდა - საქსტატის მონაცემები
FaceBook
საქსტატის მონაცემებით, წამლები და სამედიცინო მომსახურეობა გაძვირდა.

ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ფასი 9,91 %-ით არის გაზრდილი, თერმომეტრის ფასი - 12,47% - ით, ვიტამინები -9,59%-ით, ანტიბიოტიკები- 6,66%-ით, ტკივილგამაყუჩებლები - 32,15%-ით.

რაც შეეხება სამედიცინო მომსახურეობას, საავადმყოფოს მომსახურეობა 3,94%-ით არის გაზრდილი, სისხლის ანალიზის ფასი - 9,54 % - ით, თერაპევტთან კონსულტაცია - 5,48%-ით. 

,,ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში" ქუთაისიპოსტთან საუბარში მედიკამენტებზე ფასის ზრდას ორი ფაქტორით ხსნიან. პირველი არსებული ეპიდვითარებაა, მეორე - ვალუტის კურსი. ასოციაციის წევრის, ლევან ოყრეშიძის განცხადებით, იმის გამო, რომ წამლები და სამედიცინო აღჭურვილობა ძირითად საზღვარგარეთიდან შემოდის და ეპიდსიტუაცია მსოფლიშო ჯერ კიდევ არასახარბიელოა, ფასებიც მზარდია.

,,ვალუტის კურსის ცვლილება მოქმედებს ეპიდსიტუაციაზე. იმის, გამო რომ სამედიცინო აღჭურვილობა და წამლები ძირითადად საზღავრგარეთიდან შემოდის და უცხოურ ვალუტაზე ხდება მისი შეძენა. ბუნებირივია, ეს აისახება მათ ფასზეც. მეორეა, კოვიდსიტუაცია საქართველოსა და მსოფლიოში, რამაც გაზარდა მოთხოვნა სამედიცინო სერვისზე", - განმარტავს  ეკონომისტი ლევან ოყრეშიძე.

მისივე განცხადებით, თუ ეპიდსიტუაცია არ დასტაბილურდება, სამომავლოდ დოლარის კურსზე და სამედიცინო მომსახურეობასა თუ მედიკამენდტებზე ფასების კლება მოსალოდნელი არ არის.






Print