ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრში ახალ სპექტაკლზე მუშაობენ
FaceBook
ორთა ბოდვა - ეჟენ იონესკოს ამ პიესას ქუთაისის მესხიშილის თეატრში რეჟისორი ლევან შანიძე დგამს.

"დეკორაციის დამზადება უკვე დავიწყეთ, თუმცა რეპეტიციები დროებით შეჩერებულია. ათ დღეში განახლდება", - ამბობს თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოში თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის ვადა, რომელიც განისაზღვრებოდა 1-ელი ნოემბრით, გარკვეული პერიოდით გადაიდო, მესხიშვილის თეატრში არსებობს სხვა ღია თეატრალური სივრცე.

მესხიშვილის თეატრის ეზოში ე.წ. მწვანე თეატრი ფუნქციონირებს, სადაც შესაძლებელია სპექტაკლების წარმოდგენა.


Print