ახალი ამბები
ქუთაისში კორონავირუსზე 102 წლის ქალი მკურნალობს
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 102 წლის ქალი მკურნალობს.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

საავადმყოფოში ვირუსზე 76 პაციენტი მკურნალობს. მათგან 11-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ოთხის კი კრიტიკული. 


24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 2537 პირი. ქვეყნის მასშტაბით კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 46 817 - ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 31170 -მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 19 ადამიანი. ვირუსის გამოვლენიდან დღემდე კოვიდინფექციით 381 ადამიანია გარდაცვლილი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 004 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4355 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2428-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Print