ახალი ამბები
დღეიდან პირბადის ტარება საჯარო სივრცეშიც სავალდებულო გახდა
FaceBook
პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება.


შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ 3 ნოემბერს მიიღო.

პირბადის არგამოყენების შემთხვევაში პირი 20 ლარით დაჯარიმდება.

ასევე, დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა რესტორნების მუშაობა 22:00 საათის შემდეგ. 11 ქალაქში, საჯარო და კერძო სკოლები კი სწავლების სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

შეზღუდვები ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდას უკავშირდება. 

ე.წ. მეორე ტალღის პერიოდში,  ყოველდღიურად ვირუსით ინფიცირების ათასობით ახალი შემთხვევა ვლინდება.

Print