ახალი ამბები
ქუთაისის საარჩევნო უბნებზე 21 საჩივარი დაიწერა
FaceBook
ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 21 საჩივარი შევიდა.


18 საჩივარი არჩევნების დღეს, დანარჩენი კი პირველ ნოემბერს დარეგისტრირდა. საჩივრების უმრავლესობა პროცედურულ დარღვევებს ეხება.

საოლქო კომისია საჩივრების მიღებას 2 ნოემბრის ჩათვლით გააგრძელებს, მათ საჯარო განხილვას კი პირველ ნოემბერს დაიწყებს.

საოლქოს ინფორმაციით, უკვე დათვლილია 130-ივე საარჩევნო უბანი, თუმცა, ცესკოს გვერდზე ამ დრომდე არ ატვირთულა ქუთაისის მერობის კანდიდატების მიერ მიღებული შედეგები.

რაც შეეხება მაჟორიტარულ სიას, წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება:

#41 ზაზა ლომინაძე  - 40.51%

#2 ოთარ კახიძე - 5.93%

#1თეიმურაზ შაშიაშვილი - 2.34%

#24 იოსებ კენჭაძე - 1.83%

#21 ელგუჯა ხიშტოვანი - 0.78%

#55 ერმილე ნემსაძე - 0.66%

#47 თეა ერგემლიძე - 0.55%

#28 ნათელა ჯიმშელეიშვილი  - 0.42%

#20 ალექსი გეჯაძე - 0.23%

#60 გიორგი პატარიძე - 0.22%

#30 თამარი ჯინჭველაძე - 0.15%

#5 გრიგოლ ვაშაძე - 36.14 %

#56 ანა ნაცვლიშვილი - 4.72%

#8 ნონა ასათიანი - 2.01%

#19 თორნიკე მარჯანიშვილი - 0.87%

#4 ლაშა არსენიძე - 0.76%

#44 რამინი აბესაძე - 0.57%

#9 სოფიო იმედაძე - 0.43%

#31 დიმიტრი ხმალაძე - 0.35%

#50 ირინა საღინაძე - 0.23%

#23 ნიკა ქურციკიძე - 0.18%

#14 მელანო შავგულიძე - 0.12%

2020 წლის 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი, შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

პარლამენტის არჩევნების პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში: ქუთაისში, თერჯოლასა და ხარაგაულში მერებიც აირჩიეს.

 

Print