ახალი ამბები
მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება
FaceBook
მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს - 21 ნოემბერს ჩატარდება და მასში მაჟორიტარობის ის ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას,
ვინც პირველ ტურში სხვებზე მეტ ხმას მოიპოვებს.


ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით არსებული 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური გაიმართება თბილისის 8-ვე ოლქში, ასევე რეგიონების 6 ოლქში. მათ შორის ქუთაისში. 


#23 ქუთაისის მაჟორიტარული ოლქი: 

"ქართული ოცნება" - ზაზა ლომინაძე -  41, 57%

ნაციონალური მოძრაობა" - გრიგოლ ვაშაძე -  34,65 %


2020 წლის 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი, შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

პარლამენტის არჩევნების პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში: ქუთაისში, თერჯოლასა და ხარაგაულში მერებიც აირჩიეს.
Print