ახალი ამბები
ქუთაისში მეორე ტური იქნება
FaceBook
ქუთაისის 59 საოლქო საარჩევნო კომისიამ 130 -ვე უბნის ხმა დათვალა.

წინასწარი მონაცემებით, პარტია "ქართულმა ოცნებამ" 41,58%, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 29,72 პროცენტი აიღო.

გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი" 6,65%;  "ევროპული საქართველო" - 3,81%;  გირჩი 3,09%; "ლელო" - 2,99% , "პატრიოტთა ალიანსი" - 2,52%;  ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები - 1,17%.

რაც შეეხება მაჟორიტარებს, ამ მონაცემებით მეორე ტური იქნება ქუთაისში. "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ 40,51%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 36,14 % აიღო. მერობის კანდიდატებს შორის კი ხმები ასე გადანაწილდა - "ქართული ოცნებიდან" იოსებ ხახალეიშვილმა 46,10% აიღო, გრიგოლ შუშანიამ კი 31,47%.

2020 წლის 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი,  შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

პარლამენტის არჩევნების  პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში: ქუთაისში, თერჯოლასა და ხარაგაულში  მერებიც აირჩიეს.

Print