ახალი ამბები
დღეიდან კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების პროგრამა ამოქმედდა
FaceBook
დღეიდან კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების პროგრამა ამოქმედდა და ფიზიკურ პირებები ამ პროგრამით ოთხი თვის განმავლობაში – ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში ისარგებლებენ.
პროგრამის ფარგლებში კომუნალურ გადასახადებს არ გადაიხდიან აბონენტები, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტ/სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას. ამავე აბონენტებს არ შეეხებათ დასუფთავებისა და სასმელი წყლის გადასახადიც.

სემეკ-ის ინფორმაციით, ასეთი აბონენტების რაოდენობა 1.2 მილიონს აღემატება.

სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებენ ის აბონენტები, რომლებიც თვეში 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ გაზს მოიხმარენ. ასეთი აბონენტების რაოდენობა 650 ათასზე მეტია.

სემეკ-ის ვებგვერდზე მოქმედებს პლატფორმა, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ, შეღავათით სარგებლობაზე უარი განაცხადონ.

მიმდინარე წლის აპრილში მთავრობამ პანდემიით გამოწვეეული ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა. მთავრობა ამ მიმართულებით 3.5 მილიარდ ლარს დახარჯავს.

ანტიკრიზისული გეგმა მოიცავს როგორც ფინანსურ დახმარებას იმ პირებისთვის, რომლებმაც შექმნილი ვითარების გამო სამუშაო დაკარგეს, ასევე, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს.

Print