ახალი ამბები
ცესკომ 2787 უბნის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა
FaceBook
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 847 უბნიდან 2787-ის მონაცმეები უკვე დათვალა. პროპორციული სიის შედეგები ასე გამოიყურება:


#41 "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 48.51% (651 383 ხმა)

#5 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" – 26.15% (351 183 ხმა)

#2 "ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო" – 3.8% (50 981 ხმა)

#56 "ლელო - მამუკა ხაზარაძე" – 3.28% (43 990 ხმა)

#8 "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – 3.23% (43 316 ხმა)

#27 "გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი" – 3.15% (42 263 ხმა)

#36 "გირჩი" – 3.07 % (41 251 ხმა)

#24 "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" – 1.41% (18 931 ხმა)

#10 "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" – 1.02% (13 656 ხმა)

#3 "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 0.86% (11 548 ხმა)

2020 წლის 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი,  შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

პარლამენტის არჩევნების  პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში: ქუთაისში, თერჯოლასა და ხარაგაულში  მერებიც აირჩიეს.
Print
თეგები: #არჩევნები 2020