ახალი ამბები
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ახალ პარლამენტში 9 პარტია შედის
FaceBook
ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პოლიტიკური გაერთიანება იქნება წარმოდგენილი.
3 847 უბნიდან დათვლილია 2 252 უბანი. 1%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახა და პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგი ასეთია:

"ქართული ოცნება" 49.32%

"ნაციონალური მოძრაობა - გაერთანებული ოპოზიცია" - 25.94%

"ევროპული საქართველო" - 3.77%

"პატრიოტთა ალიანსი" - 3.26%

"ლელო" - 3.16%

"სტრატეგია აღმაშენებელი" - 3.1%

"გირჩი" - 2. 87%

"ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" 1. 34%

"ლეიბორისტული პარტია" - 1.03%

2020 წლის 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები ჩატარდა. მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში  ქუთაისში, თერჯოლასა და ხარაგაულში  მერობის არჩევნები ჩატარდა.

Print